ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის უარყოფითი გავლენების პარალელურად, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ კორონავირუსმა ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, რეპრესიული ზომების გატარების საბაბი მისცეს.
ის ქვეყნების მთავრობებს გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სივრცე და პრესის თავისუფლება "კრიტიკულად მნიშვნელოვანია":
"ჩვენ ვხედავთ არაპროპორციულ ზეგავლენას გარკვეულ საზოგადოებებზე, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების მატებას და უსაფრთხოების კუთხით გადადგმული მძიმე საპასუხო ნაბიჯების რისკებს, რომლებიც ჯანდაცვის კუთხით გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებს ძირს უთხრის.
ზოგიერთ ქვეყანაში ეთნონაციონალიზმის, პოპულიზმის, ავტორიტარიზმისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ზრდის ფონზე, კრიზისი, შესაძლოა, გახდეს საბაბი, ისეთი რეპრესიული ზომების გასატარებლად, რაც პანდემიასთან დაკავშირებული არ არის, ეს მიუღებელია," - აცხადებს ანტონიო გუტიერეში.