30 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა

მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა.

მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტში 20 აპრილს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მხოლოდ დღეს ჩაბარდა სამართალდამცველებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები