30 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 3 ახალი პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტია მოთავსებული. ისინი კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით თერჯოლიდან შევიდნენ.

ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ასევე ჰყავთ ერთი საკვლევი პაციენტი.

ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტია მოთავსებული. 

დღის ამბები