30 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ცხელების ცენტრიდან 58 აღებული ანალიზიდან ყველა უარყოფითია - მათ შორის კლინიკის მედიკოსებიც არიან

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 58 პაციენტის ბიომასალა გადაიგზავნა.

მათ შორის არის 23 მედიკოსი, რომლებიც ჰოსპიტალში არიან დასაქმებული. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

"კლინიკაში წევს 46 პაციენტი. გუშინ იყო გაგზავნილი 58 ანალიზი კვლევაზე, აქედან 8 წინა დღის, რომელი დაგვიანებული კვლევა იყო და არ გვქონდა პასუხი. 23 თანამშრომელზე იქნა აღებული კვლევა და დანარჩენი პაციენტებზე. ყველა უარყოფითია პასუხი,“ - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, მარეხი ბექაიამ

 

 

დღის ამბები