30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა - გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის სპეციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 107 გამოჯანმრთელდა.

მონაცემების მიხედვით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  - 584.

დღის ამბები