30 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ლიეტუვას მთავრობა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ სამ წევრ ქვეყანას სამედიცინო საშუალებების შეძენაში დაეხმარება

ლიეტუვას მთავრობა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ სამ წევრ ქვეყანას სამედიცინო საშუალებების შეძენაში დაეხმარება. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების სახით მათი ქვეყნის კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტების შესაძენად საქართველოს, უკრაინის, სომხეთისა და მოლდოვასთვის 100 ათას ევროს გამოყოფენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიეტუველ კოლეგას twitter-ზე გამოეხმაურა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. პანდემიის პირობებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დახმარების მზაობას გამოთქვამს ევროკავშირიც.  

დღის ამბები