30 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა - სოფელში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. 

მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს, აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება.

ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც არსებულ ვითარებას და ბლოკ-საგუშაგოების მოწყობის პროცესს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან პირადად ეცნობა.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2,438 ადამიანი ცხოვრობს.

დღის ამბები