30 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
თერჯოლის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 1 მამაკაცს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. შუახნის მამაკაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ის სოფელ ღვანკითში მცხოვრები დაინფიცირებულის ოჯახის წევრია. მამაკაცი თვითიზოლაციაში იყო. კლინიკაში მასთან ერთად ოჯახის სამი წევრია მოთავსებული. თერჯოლის კლასტერიდან კიდევ ერთ პაციენტს აუღეს ანალიზი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტია მოთავსებული.

დღის ამბები