30 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
სწრაფი მიტანის სერვისებისთვის მსუბუქი ავტომობილებით საკურიერო მომსახურება არ შეზღუდულა - მთავრობის ადმინისტრაცია

 

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების უფლება არ შეეზღუდათ სწრაფი მიტანის სერვისებს, რომლებიც კურიერულ მომსახურეობას ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

დღის ბოლოს  ინფორმაცია glovo-მ  საკუთარ facebook- გვერდზეც გაავრცელა.

მთავრობის მიერ შემოღებულ საავტომობილო შეზღუდვასთან დაკავშირებით სწრაფი მიტანის სერვისებმა Wolt-მა, Glovo-მ და Menu.ge-მ თავიანთ facebook-გვერდებზე განცხადებები გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 22 აპრილიდან 27 აპრილამდე მათ პარტნიორ კურიერებს შეეზღუდათ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების უფლება.

თუმცა, დღის მეორე ნახევარში მათ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ახალი ინფორმაცია, სადაც განმარტეს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელებდნენ მუშაობას. 

როგორც "რუსთავი2-ს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, „გლოვოს“, „ვოლტისა“ და სხვა მსგავსი კომპანიებისთვის მიტანის სერვისების მანქანებით გადაადგილება დაშვებულია და ინფორმაცია მანქანებით გადაადგილების აკრძალვის შესახებ არასწორად იყო აღქმული. 

დღის ამბები