საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9 ადამიანით გაიზარდა - მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge მიხედვით, ქვეყანაში ვირუსისგან უკვე 107 ადამიანი განიკურნა.
COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი, ამ დროისთვის,416-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანი იმყოფება.