30 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ჩემს შვილს უმკურნალეს სწორად,ამიტომაც გამოჯანმრთელდა მალე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ შედგენილი მკურნალობის მეთოდს სრულად ენდობა.

ის გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლს ეხება - კერძოდ კი მედიკამენტ "პლაქვენილის" გამოყენებას. 

გამყრელიძის თქმით, თავის შვილს სწორედ ამ მეთოდით უმკურნალეს და ამიტომაც გამოჯანმრთელდა შედარებით მალე.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს შვილს უმკურნალეს სწორად, იმიტომაც სწრაფად გამოჯანმრთელდა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აქვე აღნიშნა, რომ თენგიზ ცერცვაძის საქმანობის არაჯანსაღი კრიტიკა სრულიად მიუღებელია. 

 

 

ამავე თემაზე :  პლაქვენილი, დემოკრატიისა არ იყოს, არ არის საუკეთესო, მაგრამ დღეს არსებულ ასორტიმენტში საუკეთესოა - თენგიზ ცერცვაძე

 

 

დღის ამბები