30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
როგორ შეიცვლება ცხოვრება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ - ამირან გამყრელიძის ვარაუდით, მუდმივად მოგვიწევს ნიღბის ტარება

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში უამრავ რამეს შეცვლის სხვადასხვა სფეროში. თუმცა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შეიცვლება ჩვენი ქცევებიც - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ჩვენ ძალიან დიდ ხანს ვატარებთ სახის ნიღაბს თავშეყრის ადგილებში, ამასთან - კიდევ უფრო გაიზრდება სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე მოთხოვნა. 

"ნიღბის ტარება დაგვჭირდება კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ეს არის ის, რაც არ შეიცვლება პანდემიის დასრულების შემდეგ. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან, უნდა ვიცოდეთ, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა ავიცრათ. ვაქცინების შესყიდვაზე ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი, თუმცა მე დღეს დავაყენე საკითხი სამინისტროში, რომ დამატებითი თანხები გამოიყოს და რამდენიმე ასეული დოზით მეტი ვაქცინა ვიყიდოთ, რომ მოსახლეობა გავაჯეროთ.

წელს იმ აცრებმა ნამდვილად იმუშავა, რომ ჩვენ გრიპის სეზონი შედარებით კარგად გადავიტანეთ. ეს იქნება ერთ-ერთი დამცავი მექანიზმი.

დღეს გაჟღერდა ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობის შესახებ ერთი ინგლისში და ერთი გერმანიაში, იმედი აქვთ, რომ ვაქცინა გვიან შემოდგომაზე მაინც იქნება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები