30 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის წყარო ცნობილია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა - მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტია, რომელთაგან  5 ბავშვია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთია მოთავსებული.

მისი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია და შიდა გავრცელების ახალი კერა, ამ ეტაპზე, არ დაფიქსირებულა.  

 

დღის ამბები