საფრანგეთი პანდემიის გამო სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. საფრანგეთის შრომის მინისტრის, მიურიელ პენიკოს თქმით, ქვეყანაში დროებით უმუშევრობის პროგრამაზე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააკეთა განაცხადი.
ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის დასაქმებული მოსახლეობის 40 პროცენტი ამ პროგრამით სარგებლობას გეგმავს.