30 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთში აგრარული ბაზრების ნაწილი ფუნქციონირებას ხვალიდან შეძლებს

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს.

როგორც მოწერელია ამბობს, აგრარულ ბაზარში  ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია იფუნქციონირებს. ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა. 

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

გუბერნატორი განმარტავს, რომ სეს-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული. 

ზუგდიდის აგრარული ბაზარი დროებით 16 აპრილს დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა.

დღის ამბები