30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხ პირს სასჯელის სახით პატიმრობა შეეფარდა

პატრულ-ინსპექტორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეუფარდეს.

2020 წლის 19 აპრილს ვარკეთილში ოთხი პირი იყო შეკრებილი, რომლებიც არღვევდნენ დეკრეტის წესებს, რის შემდეგაც მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე  შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და შეკრებილ პირებს განუმარტეს,  რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ  ჯარიმა დაეკისრებოდათ, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

"პატრულ-ინსპექტორებისთვის  წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ 2020 წლის 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა პოლიციის მუშაკების მიმართ ჯგუფურად და ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის  ფაქტზე, ბრალდებულებს ა.ტ-ს და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ,  413-414-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ტ. და ა.ტ. 4  პირთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რითაც არღვევდნენ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილ პირობას, სამ  ადამიანზე მეტი პირის ერთად შეკრების აკრძალვის შესახებ.

მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე  შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და შეკრებილ პირებს განუმარტეს,  რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ  ჯარიმა დაეკისრებოდათ.

აღნიშნულის შემდეგ ა.ტ.-მ და ნ.ტ.-მ პატრულ-ინსპექტორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

ა.ტ-ს და ნ.ტ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის შუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად) წარედგინათ,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები