30 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
მოვუწოდებ მომხრეებს და ნებისმიერ სხვას, თავი შეიკავონ წესრიგის დარღვევისგან - გიგა ბოკერია მარნეულის მოვლენებზე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მარნეულში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

ბოკერიამ მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ ყველას, "ევროპული საქართველოს“ მომხრეებს, ნებისმიერ სხვას, ამ ურთულეს ვითარებაში თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მანეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა.  მოქალაქეები ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

დღის ამბები