30 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ხმაური ჩაკეტილ მარნეულში - მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაკეტა და დამრღვევებისთვის სანქციების გაუქმება მოითხოვა

აქცია იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა სოფელ იმირის შესასვლელთან შეიკრიბა და მათ საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულთათვის სანქციების გაუქმებას ითხოვენ. მათ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და მარნეულის მერი შეხვდა. მასალას ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან რადიო მარნეული ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ შეკრებილი მოსახლეობა "მიშა-ს" სკანდირებს, რწუნებული შოთა რეხვიაშვილი კი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს არ აინტერესებთ საქმეზე საუბარი, რადგან აქცია პოლიტიკურია. 

 

დღის ამბები