30 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
23 აპრილიდან ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათს დაიწყება, როგორც BBC წერს, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში მუშაობენ. მინისტრ ჰენკოკის თქმით, 23 აპრილს დაიწყება ადამიანებზე იმ ვაქცინის გამოცდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა.

"ეს ორივე პერსპექტიული პროექტი სწრაფად ვითარდება და მე შევპირდი მეცნიერებს, რომლებიც ამ პროექტებს ხელმძღვანელობენ, რომ მათ მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული," - განაცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის დამარცხების ყველაზე საიმედო საშუალებაა.

ჰენკოკის თქმით, ვაქცინის შემუშავება იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა მთელი ძალისხმევა მის შესაქმნელად მიმართოს.

დღის ამბები