30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
აშშ-ში იმიგრაცია 60 დღით შეჩერდება - აკრძალვა "მწვანე ბარათებს" შეეხება

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიგრაცია 60 დღით შეჩერდება. დონალდ ტრამპის განმარტებით, შეზღუდვა მხოლოდ მუდმივი ბინადრობის უფლების ანუ "მწვანე ბარათის" მოპოვების მსურველებს შეეხებათ. შესაბამისი განკარგულება, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება. შტატების პრეზიდენტმა იმიგრაციის დროებით შეჩერება გუშინ ტვიტერზე დააანონსა. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემია და ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვაა.

მწვანე ბარათის (DV) პროგრამა 1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა, რომელიც ყოველწლიური გათამაშების გზით 55 000 საიმიგრაციო ვიზის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

დღის ამბები