30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს COVID-19 არ აღმოაჩნდათ

თბილისში დევნილების ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობა თვითიზოლაციიდან მოიხსნა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ. 83 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია.

ორი კვირის წინ დევნილთა საცხოვრებელ შენობაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ პირს, COVID-19 დაუდასტურდა და პრევენციის მიზნით, აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. 

დღის ამბები