30 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ფოთის ცხელების კლინიკაში მყოფ 3 პაციენტს, მათ შორის 8 თვის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ცხელების კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ ბიოლოგიურ მასალებში COVID-19 არ აღმოჩნდა. საეჭვო პაციენტებს შორის ერთი 8 თვის ჩვილი იყო. პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ცხელების კლინიკაში მყოფი სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა ამ დილით გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ესენი არიან 56 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან და 25 წლის მამაკაცი  გრიგოლეთიდან და რვა თვის გოგონა ფოთიდან. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს COVID-19 არ დაუდასტურდა. სხვა პაციენტების ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები