30 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
კორონავირუსი მუსიკოსების ნაწილისთვის შთაგონების წყაროდ იქცა

მთელი სამყაროსთვის მძიმე პერიოდში განწყობის შეცვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კოვიდ-19 მომღერლებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. მათმა ნაწილმა თავიანთი სიმღერების შინაარსი სწორედ კორონავირუსის გამო გადააკეთა. ერთ-ერთი მათგანი გია ნიკოლაძეა, რომელმაც თავისი ცნობილი სიმღერის განახლებული ვარიანტი გამოაქვეყნა.

სახალისო ვიდეოებს კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღე ვხვდებით. ზურა მანჯავიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ სიმღერით მოუწოდებს.

სახლში დარჩენის მოწოდებით ვხვდებით ცნობილი სიმღერების გადაკეთებულ ვერსიებსაც. ახალგაზრდა მომღერლებმა ვიდეო სწორედ ამ თემატიკის გარშემო ჩაწერეს.

საქართველოს კამერულმა ორკესტრმა გერმანიაში მუსიკალური კომპოზიცია  "სულიკო" ერთ ვიდეოში გააერთიანა. მუსიკოსები იმედოვნებენ, რომ მსმენელს საკონცერტო დარბაზში ძალიან მალე შეხვდებიან.

"სულიკო" შესრულდა კარანტინშიც. კიევის ოპერეტის მსახიობებმა სიმღერა დისტანციურად ჩაწერეს.
ვიდეოში, რომელიც იტალიელებისთვის ჩაიწერა, არიან ქართველებიც. მხარდაჭერის ამ ფორმას სიმღერის ავტორი გამოეხმაურა. ტოტო კუტუნიომ ქართველებს მადლობა გადაუხადა.

მსოფლიო განსაცდელთან ბრძოლაში ყველა განსხვავებულად ერთვება. კორონავირუსმა მუსიკალურ სამყაროს ახალი მიმართულება მისცა. ახლა რეკომენდაციებს მელოდიებითაც ვღებულობთ, პანდემიის დამარცხებისთანავე კი ამ პერიოდში შექმნილი მუსიკა ეპიდემიაზე გამარჯვების სიმბოლოდ დარჩება.

დღის ამბები