კორონავირუსის გამო წითელ ზონად გამოცხადებულ იტალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლმა და კვამლმა ხუთ კილომეტრს მიაღწია.
ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია. მისი ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა ბოლოს 2015 წელს მოხდა.