30 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების - ირაკლი ჩიქოვანი

ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ გახსნის ფაზა. რაც დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხსნას გულისხმობს. ეს ფაზაც უნდა იყოს სწორედ ეტაპობრივად დაგეგმილი. გაგრძელებული  საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ასევე შევამსუბუქოთ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აქამდე მოქმედებენ, უკვე  27 აპრილიდან დაიწყება გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, ამასთან 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობას,"- განაცხადა ჩიქოვანმა.

დღის ამბები