30 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ქვეყანაში ინფიცირებულების სანდო სტატისტიკა და რეალური ციფრები არ გვაქვს - სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის, მედიცინის დოქტორის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში.

ჩიხლაძის თქმით, დღეს ქვეყანას სანდო სტატისტიკა და რეალური ციფრები არ აქვს.

"საჭიროა ჩვენ გვქონდეს რეალისტური და  სანდო მოცემულობა, სანდო სტატისტიკა, რომელიც ჯერ არ გვაქვს. რეალურად, რამდენი ინფიცირებული გვყავს. რაც არის გასაგებია, რომ არის დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ რეალურად ქვეყანაში, რამდენი შემთხვევაა, რამდენია უსიმპტომო  მატარებლობა. ამის შესახებ იმ 5 000 თუ 7 000 ჩატარებული ტესტით ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ არ გვაქვს რეალისტური ციფრები.

მრუდასაც რომ შევხედოთ, აღარც პიკი დადგა, ხან არის ხუთი გამოვლენა, ხან 12, ერთი შემთხვევა იყო რომ 60-მდე ავარდა. სხვა ქვეყნები 5-ზე და 10-ზე კი არა ასეულ შემთხვევაზე ამბობენ, რომ წამოვიდა დაბლა და ვიწყებთ გამოსვლას. ჩვენ შემთხვევაში ორი ვარიანტია: თუ არის პატარა გავრცელება საერთოდ გაუგებარია, ეს ამდენი ჩაკეტვა და შეზღუდვა. მეორე ვარიანტია, რომ ეს არ არის რეალისტური სურათი და ჩვენ გვჭირდება დიაგნოსტიკის  სწრაფი გაფართვება," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, სწორი დიაგნოსტიკება პანაცეაა და ეს ხელს სეუწყობს საგანგებო მდგომარეობის მალე მოხსსნას.

"გასაგებია, რომ  კარანტინი და სოციალური დისტანცირება არის ერთ-ერთი მეთოდი ინფექციის შეკავების, იმისთვის რომ ერთბაშად, ერთ დღეს არ აფეთქდეს სიტუაცია და ინფიცირებულთა დიდი ნაწილი არ მიაწყდეს სავადმყოფოებს. ანუ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი. 

მაგრამ მთავრობას გეგმა უკვე უნდა დაედო, უნდა აეხსნა თუ როდის მოხსნიდა ჭანჭიკებს. ეს დღემდე არ არის სამწუხაროდ. მესმის, რომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძნელია, მაგრამ ამისთვის რაღაც მონაცემები უნდა გვქონდეს. დიაგნოსტიკაზე რომ ვსაუბრობთ, ეს არის პანაცეა, რადგან მეტნაკლებად რეალისტურ სურათს აჩვენებს.

თვეები სახლში ხომ ვერ ვისხდებით, ეკონომიკა ვერ გაუძლებს ამას. თუ გარეთ პირობითად არაფერი შეიცვალა, როდესღაც ხომ გამოვალთ. ჩვენ გვჭირდება მონაცემები, რომ ვიცოდეთ ხვალ გამოვალთ, თუ ზეგ. ხვალ თუ გამოვდივართ, რას ვაკეთებთ. კი ბატონო ხვალაც შეიძლება გამოვიდეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს თანდათანობით გაწერილი. ჩვენ გვჭირდება ნაბიჯები, გაწერილი გეგმა. დღეს რას ვხსნით, ხვალ რას და ზეგ რას. სხვა ქვეყნებმა ეს უკვე წარმოადგინეს. ეს მოცემულობა არ გვაქვს. ყოველ დღეზე გაწერილ გეგმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგი იქნება თუ მთავრობა ამას გაითვალისწინებს. ნებისმიერ  გადაწყვეტილებას, დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, დასჭირდება ფართო ლეგიტიმაცია. ადამიანებს უნდა სჯროდეთ იმ გადაწყვეტილების, რომელსაც მთავრობა მიიღებს," - განაცხადა ჩიხლაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

 

 

 

დღის ამბები