ინდოეთში, მუმბაიში კორონავირუსით 53 ჟურნალისტი დაინფიცირდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 167 ჟურნალისტი, რომლებსაც ტესტი ჩაუტარდათ, პანდემიის გაშუქებაზე მუშაობდნენ. დაინფიცირებულების უმეტესობას კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
მუმბაიში კორონავირუსით 5 ათასამდე ადამიანია დაინფიცირებული.
პარალელურად, ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო, ქვეყნის დედაქალაქში აქციას შეუერთდა, სადაც მომიტინგეებთან ერთად საყოველთაო კარანტინი გააპროტესტა.
ბოლსონარო არ ატარებდა პირბადეს და თვითმხილველების თქმით, ხშირად ახველებდა. მსოფლიოში პანდემიის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა პანდემიის გამო კარანტინი გამოაცხადეს. პრეზიდენტი ამ ზომებს აკრიტიკებს, კორონავირუსს გრიპს უწოდებს, მის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს კი "ისტერიად" აფასებს. ქვეყნაში ინფიცირებულთა რიცხვი 40 ათასს გასცდა.