გაეროს წევრმა ქვეყნებმა გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე თანაბარ და დროულ წვდომას ითვალისწინებს. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს თანამშრომლობისკენ.
რეზოლუციის თანახმად, როგორც ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატები შემუშავდება, ის ყველასთვის დროულად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის.