30 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ჯანმო საჯარო ორგანიზაციაა, ჩვენ არ გვაქვს საქმე საიდუმლოებებთან. დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხეს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
აცხადებს, ვირუსის გავრცელების დღიდან ორგანიზაციას არაფერი დაუმალავს შტატებისთვის და ისინი პირველივე დღიდან საქმის კურსში იყვნენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა და კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა.

"პირველივე დღიდან შეერთებული შტატები საქმის კურსში იყო და მათთვის არაფერი დაგვიმალავს. ჯანმო სრულიად საჯარო ორგანიზაციაა, ჩვენ არ გვაქვს საქმე საიდუმლოებებთან, მით უმეტეს, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქებას, ეს ეპიდემიის დასასრულს არ ნიშნავს. დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 

დღის ამბები