30 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
კახეთში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 პაციენტის სინჯზე უარყოფითი პასუხები მიიღეს

კახეთში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 პაციენტის სინჯზე უარყოფითი პასუხები მიიღეს. COVID-19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკარანტინო სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება.

კახეთში ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები