30 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
17 თვიანი პოლიტიკური ჩიხი დასრულდა - ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი და მისი ოპონენტი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოალიციური მთავრობა სამი წლის ვადით განისაზღვრა.

შეთანხმების თანახმად, მომდევნო 18 თვის განმავლობაში პრემიერის პოსტს ნეთანიაჰუ შეინარჩუნებს. 2021 წლის ოქტომბერში კი, მას პარტია "ლურჯი და თეთრის" ლიდერი ბენი განცი ჩაანაცვლებს. მიღწეული შეთანხმებით, ისრაელში 17 თვიანი პოლიტიკური ჩიხი დასრულდა.

ამ პერიოდში ქვეყანაში არჩევნები სამჯერ ჩატარდა.

დღის ამბები