ნავთობის ფასი პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა, კერძოდ ე.წ შავი ოქროს ფასი 0–ს ჩამოსცდა და –2 დოლარი შეადგინა ბარელზე. ეს რამდენიმე საათის განმავლობაში 105–პროცენტიანი ვარდნაა. ბარელი ნავთობის ღირებულებამ უპრეცედენტო -35.20 აშშ დოლარი შეადგინა.
ნავთობის ფასი დღეს მთელი დღის განმავლობაში ფაქტობრივად ყოველ წუთს იცვლება.
ნავთობზე ფასების ვარდნა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.