ფოთის ჰოსპიტალში არსებულ ცხელების ცენტრში მყოფ პაციენტთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, მათ უმრავლესობას რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
"დილით გვყავდა სულ 10 პაციენტი, თუმცა ცხელების კლინიკაში, დღის პირველ ნახევარში დაგვემატა 60 წლის მამაკაცი ფოთიდან, ტრაილერის მძღოლი. ამდენად, ლაბორატორიაში 11 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
საღამოს დაგვემატა კიდევ ორი პაციენტი, 51 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან და 25 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ჯერ არ გაგზავნილა. ისინი ხვალ დაიტესტებიან,"- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.