30 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
COVID-19-ის ახალი სიმპტომები - ფეხის გულებზე ლაქები შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების მანიშნებელი იყოს

COVID-19 შესაძლოა მუტაციას განიცდიდეს. ცვლილებასთან ერთად, უფრო მრავალფეროვანი ხდება დაავადების კლინიკური გამოვლინებებიც. მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფოში დადებითი პასუხით მოხვედრილ პაციენტებში, ვირუსი ათამდე განსხვავებული სიმპტომით გამოვლინდა. 

ლაქები ფეხის გულებზე შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების მანიშნებელი იყოს. იტალიელი, ფრანგი და ესპანელი მედიკოსების აზრით, მათ ქვეყნებში ბევრი შემთხვევა აღინიშნა, როცა COVID-19-ის მქონე პაციენტებს ფეხის გულებზე ჩალურჯებების ან ჩუტყვავილას გამონაყარის მსგავსი ლაქები გაუჩნდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ჩვენებების COVID-19-ის სიმპტომად დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კორონავირუსის გამოვლენა კიდევ უფრო გამარტივდება. 

COVID-19 სიკვდილის შემდეგაც გადამდებია. დაავადების გვამიდან გავრცელება ტაილანდში 13 აპრილს დაფიქსირდა. ჯერ უცნობია, რა პერიოდის მანძილზე წარმოადგენს ახალი კორონავირუსის მქონე გარდაცვლილი ადამიანი ინფექციის გავრცელების რისკს.

ვირუსი ფეხსაცმლიდანაც ვრცელდება. ჩინელი სამხედრო სამედიცინო მეცნიერების ჩატარებული კვლევის შედეგები ინფიცირებულების სახლში, სხვადასხვა ნივთიდან აღებული ნიმუშების პასუხებს ეყრდნობა. მკვლევარებმა ჰაერის გარდა იატაკი, პაციენტების კომპიუტერები, მოაჯირები, სამედიცინო ნიღბები და სამედიცინო პერსონალის ფეხსაცმელები შეამოწმეს. კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის ყველაზე მეტი კონცენტრაცია იატაკზეა.

COVID-19-თან ბრძოლის პარალელურად მედიკოსები მსოფლიოს მასშტაბით არსებული პრეპარატების ტესტირების პროცესში არიან.

ბოლო კვლევების მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ გილიადის პრეპარატის მაიმუნებზე დატესტვამ პროგრესი აჩვენა. ცხოველებმა, რომლებმაც მედიკამენტი ვირუსის ადრეულ ეტაპზე მიიღეს, COVID-19 სრულიად დაამარცხეს.

ამერიკაში მედიკამენტის მიღების შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილე COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ორი მესამედი განიკურნა.

დღის ამბები