30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
გაგრძელდება თუ არა საგანგებო რეჟიმი - დამოუკიდებელი დეპუტატები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს სესიაზე დასწრებას სთხოვენ

ხვალ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ბოლო დღეა, პარლამენტი კი კენჭს მის გახანგრძლივებას ვადის ამოწურვის მეორე დღეს უყრის. უმრავლესობაში დღეს განმარტეს, რომ სპეციალურ რეჟიმს პრეზიდენტისა და პრემიერის ხელმოწერები არეგულირებს და არანაირი ფანჯარა ორ ვადას შორის არ შეიქმნება. 

ის, ვისი უპირობო მხარდაჭერაც ხელისუფლების ინიციატივას არ ექნება - ოპოზიციაა. მწყობრი ანტიკრიზისული გეგმა და საგანგებო ბიუჯეტი ის მთავარი მოთხოვნაა, რომლის წარდგენაც განსაზღვრავს, დაუჭერს თუ არა "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს. მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა იწვნიოს დამატებითი წნეხი ეკონომიკამ მაშინ, როდესაც რეგულაციებმა მათთვის ვერ იმოქმედა, ვისთვისაც რეალურად შემუშავდა.

მივა თუ არა საგანგებო სესიაზე პრეზიდენტი - ამ კითხვაზე "კურიერს" ადმინისტრაციაში უპასუხეს, რომ "ახლა პრემიერის წარდგენას ელოდებიან და შემდგომ პროცედურების სრული დაცვით იმოქმედებენ".

პრეზიდენტსა და პრემიერს აქვთ საშუალება სესიაზე თავიანთი საპარლამენტო მდივნები გაგზავნონ, თუმცა დამოუკიდებელ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს შანსი არ უნდა ჩააგდოს და თავად უნდა გასცენ პასუხი დაგროვილ შეკითხვებს, რომლებიც პანდემიის დროს მომავლის ხედვას ეხება, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ ნაწილს.

ოპოზიციის იმ ნაწილის განცხადებები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მხარდასაჭერად პირობებს აყენებს, უმრავლესობაში პოპულიზმად მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ ოპონენტები პოლიტიკურ ქულებს იწერენ და პასუხისმგებლობას გაურბიან.

ვიდრე პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე იმსჯელებს, საკოორდინაციო საბჭო გვეტყვის, შეჩერდება თუ არა რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება - დღის განმავლობაში საავტომობილო გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობამ საეკლესიო დღესასწაულებს დაამთხვია.

 

დღის ამბები