30 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. სააგენტო "როიტერსი" ინფორმაციას საქართველოში ფონდის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სელიმ ჩაკირის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მილიარდნახევარზე მეტი დოლარის მოძიებაში დაეხმაროს.

მან ასევე შეაქო საქართველოს მთავრობა ეკონომიკური შოკის შემსუბუქების მიზნით გატარებული ზომებისთვის.

"მთავრობამ მოახერხა ფინანსების მობილიზება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან, რათა დაეფარა ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროების ხარჯები და შეექმნა ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული," - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა. 

დღის ამბები