30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ ოპოზიცია რეალურად პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული" - ირაკლი სესიაშვილი საგანგებო მდგომარეობაზე

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ~

ირაკლი სესიაშვილის თქმით, არსებული საფრთხეები რეალურია და ამის გათვალისწინებით მთავრობამ ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. 

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე პარლამენტი საგანგებო სესიაზე ოთხშაბათს, 22 აპრილს იმსჯელებს. 

"რა თქმა უნდა, ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც, ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია რეალურად პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიც არის, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ისინი უკავშირებენ ეკონომიკურ პროგრამას, მაშინ როდესაც თავად ძალიან კარგად ხედავენ, რომ მთავრობა რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების გამოწვევების მიმართულებით.

როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომაროება, ამიტომ ვინმეს არ ეგონოს, რომ რაღაც წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები