30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, ოპოზიცია მთავრობისგან კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვს

21 აპრილს ზუსტად ერთი თვე შესრულდება, რაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დღეს არსებული საფრთხეების გათვალისწინებით მთავრობამ ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. დაწესებული შეზღუდვები 10 მაისამდე იმოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობისთვის პარლამენტი საგანგებო სესიაზე ოთხშაბათს, 22 აპრილს შეიკრიბება. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს, ოპოზიციაში კი მთავრობისგან ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვენ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 22 აპრილის შეკრებაზე აუცილებელია პარლამენტში მთავრობის მაღალი რანგის პირები მივიდნენ, სადაც ერთი თვის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

"როდესაც მოვლენ პარლამენტში დეკრეტის და შესაბამისი დადგენილებების დასამტკიცებლად, ვფიქრობ, რომ მთავრობა საჯარო მოხელის სახით არ უნდა იყოს წარმოდგენილი, პირიქით, უნდა მოვიდნენ უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოახსენონ პარლამენტს ამ ერთთვიანი მუშაობის შედეგები,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანი გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, მთავრობამ გეგმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს.

"შეიძლება ანტიკრიზისული გეგმა კონფიგურაციით ვერ წარმოადგინონ, მაგრამ მინიმალური ხედვის დემონსტრირება მთავრობას შეუძლია. მე ველი გახარიას და მთავრობის წევრებს, თუ ისინი წარმოადგენენ მკაფიო გეგმას, ჩვენ მათთან ერთად მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები