30 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
პოლიციელის სახლიდან უმისამართო გასროლა ადრეც ყოფილა - რას იხსენებენ ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალის მეზობლები

ახალი დეტალები წუხელ თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე, რომლის დროსაც პოლიციელის გასროლილი ბრმა ტყვიით მსხვერპლი მოჰყვა, წუხელ მოხდა - როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა საკუთარი ბინის აივნიდან გაისროლა. როგორც მეზობლები "კურიერს" უყვებიან, პოლიციელი დღესასწაულებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხშირად აღნიშნავდა.

გამონაკლისი არც ახალი წელი ყოფილა. ერთ-ერთი რესპონდენტი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს ტყვია მის კონდიციონერსაც მოხვდა.

როგორც რესპოდენტი "კურიერთან" იხსენებს, სპეციალური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონდიციონერში ტყვიის ვაზნა იყო. მისი ვარაუდით, ახალ წელს მისი მეზობელი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა. მისივე თქმით, გუშინ მამაკაცმა ორი მჭიდიდან გაისროლა.

პროკურატურა დაკავებულ პოლიციელს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება. საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ კონკრეტული პირები, ასევე ჩატარდა ჩხრეკა დაკავებული პოლიციელის სახლში.

მას შინა პატიმრობა ან 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

დღის ამბები