მეორე დღეა პარიზში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვებია, რა დროსაც შაბათს სამართალდამცავებზე დაუმორჩილებლობას ახალგაზრდა მოტოციკლისტი ემსხვერპლა.
აქტივისტები კორონავირუსის დროს დაწესებული შეზღუდვებისას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას აპროტესტებენ. ახალგაზრდა დემონსტრანტებმა პოლიციის წინააღმდეგ ფოიერვერკები გამოიყენეს.
თავის მხრივ სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი, რათა მასობრივი შეკრების დაშლა დროულად მომხდარიყო.