16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სროლას კანადაში - თავდამსხმელი პოლიციელის უნიფორმითა და ავტომობილით გადაადგილდებოდა.
51 წლის კაცმა ცეცხლი ქალაქ პორტაპიკში სხვადასხვა ადგილას გახსნა. დაღუპულთა შორის არის ერთი სამართალდამცველი.
კანადის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია თავდამსხმელიც, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ დეტალები ამ დროისთვის არ საჯაროვდება.
პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ინციდენტის შედეგად დაღუპულთა მსხვერპლი გაიზარდოს.