30 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
თბილისში ბრმად გასროლილმა ტყვიამ ქალი საკუთარ სახლში იმსხვერპლა

ტრაგედია თბილისში- ბრმა ტყვიამ ქალი საკუთარ სახლში იმსხვერპლა. ადგილზე იმყოფება "კურიერის" ჟურნალისტი, რომლის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსიდან ბრმად გასროლილი ტყვია, მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე შევარდა.

ტყვიის მოხვედრის შედეგად, გატყდა ფანჯრის შუშა და ქალს, რომელიც ოჯახთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, თავში მოხვდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ბრმა ტყვიით ქალი, სავარაუდოდ, ადგილზე გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა არსებული ინფორმაციით, შეუძლებელი იყო. 

როგორც  "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, საქმე ორი მუხლით აღიძრა. 

გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

ფაქტზე დაკავებული, ჯერჯერობით, არავინ არის. 

დღის ამბები