30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო," - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციამ, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები