მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით ევროპაში, სადაც კონტინენტის შიდა ფრენები 90%-ით არის შემცირებული.
საუბარია გასული წლის აპრილის თვის საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილებასა და 2020 წლის აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებზე.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსი ისევ რეკორდული სისწრაფით ვრცელდება. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ 358 ათასი გახდა. გამოჯანმრთელებულია 600 ათასი ადამიანი, დაღუპულია 161 ათასი.