99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ტომ მურმა ქვეყნის ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა.
ტომ მური 30 აპრილს 100 წლის ხდება. როგორც ომის ვეტერანი ამბობს, არ ეგონა, თუ მის წამოწყებას ამ მასშტაბის გამოხმაურება მოჰყვებოდა.
"ფასდაუდებელია კაპიტან ტომ მურის ქველმოქმედება, არც კი შევხვედრივარ ასეთ ღირსეულ ადამიანს, როცა ის ვნახე და მადლობა პირადად გადავუხადე, დარწმუნებული ვარ ამ დროს ყველა ბრიტანელი ჩემს ადგილზე ისურვებდა ყოფნას, რათა პირადად გადაეხადა მადლობა," - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა მინისტრი.