30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მექსიკაში COVID 19-ის პანდემიის გამო გარდაცვლილთა კრემაციის რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, მექსიკაში გარდაცვლილთა კრემაციის რაოდენობა გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, უმჯობესია თუ ინფიცირებულთა სხეულებს კრემაცია ჩაუტარდებათ.

მექსიკაში ამ დროისთვის COVID-19-ით 136 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობა 7,500-მდე გაიზარდა.

"როცა კლინიკაში გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, მათ სხვადასხვა კლასიფიკაციით ანაწილებენ. ინფიცირებულები კრემაციას ექვემდებარებიან. მათზე შეხებაც კი აკრძალულია. ჩვენი მოვალეობაა მათი უსაფრთხოდ გადაადგილება და შესაბამისი პროცედურების დაცვა," - განმარტა Balbuena Funeral Home-ის თანამშრომელმა ხესუს როდრიგესმა.

დღის ამბები