30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
COVID-19-ის გავრცელების შემდეგ საქართველოში ამ დრომდე უცხოეთიდან 6,747 ადამიანი დაბრუნდა

19 აპრილის მონაცემებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უცხოეთში მყოფ 8,410 მოქალაქეს დახმარება ადგილზე გაუწია, ხოლო სამშობლოში 6,747 მოქალაქე დაბრუნდა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა თელ-ავივი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში 151 მოქალაქე ჩამოვიდა. ამავე რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, განხორციელდა წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება იერუსალიმიდან საქართველოში. საერთო ჯამში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, 19 აპრილისთვის საქართველოში 6,747 ადამიანი დაბრუნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს - სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

დღის ამბები