30 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
გაუძლებს თუ არა ჯანდაცვის სისტემა დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას - თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა შიდა გადაცემის ფაქტებზე და რესურსზე, რომელიც უკონტროლო მატების დროს იქნება საჭირო. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, დღეში ათეულობით შემთხვევის მატება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ეს, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ასეულამდე არ ავიდა. მანვე აღნიშნა, რო  უკონტროლო მატების შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამას ვეღარ გაუძლებს. 

"მართალია რამდენიმე ათეულით მატება გვაქვს ახლა, მაგრამ ეს მაინც არ არის ბევრი. მოკლედ, რამდენიმე ათეული შემთხვევით მატებას ყოველდღე საქართველოს ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს.

თუ უკონტროლო მატება დაიწყო, მაშინ ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უკვე ვეღარ გაუძლებს. არსებობს გეგმა B, რომელიც გულისხმობს, რომ სისტემა ამ ყველაფერს გაუძლებს, ოღონდ დამატებითი რესურსის მობილიზებით. ამ გეგმაში რესურსის გაოთხმაგებაა გათვალისწინებული," - აცხადებს ცერცვაძე.  

თენგიზ ცერცვაძემ სელექტიურ მკურნალობაზეც ისაუბრა, რომლის დროსაც ექიმს მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს - რომელი პაციენტი გადაარჩინოს. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ  შესაძლოა, ეს მომენტი საქართველოსაც დაუდგეს, რაც აბსოლუტურად არაჰუმანური პროცესია. 

"ეს პერიოდი ევროპის ყველა წამყვან ქვეყანას უდგას. ზოგიერთ ქვეყანაში სელექტიურ მკურნალობას მიმართავენ. ამ დროს შერჩევას რა უდევს საფუძვლად, ძნელი პროგნოზირებადია, ეს ყოველთვის არაჰუმანური პროცესია. ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ბოლო სამი კვირაა საქართველოში სულ შიდა გადაცემის შემთხვევები ფიქსირდება. 

"ბოლო სამი კვირის მანძილზე უმეტესობა შიდა გადაცემა იყო. მაგრამ ჯერ კონტროლიდან არ გამოსულა ეს სიტუაცია და მისი  ლოკალიზება მოხერხდა, მაგალითად, მარნეული-ბოლნისის შემთხვევაში მოხერხდა შიდა გადაცემის მარშრუტების დადგენა,"  განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

დღის ამბები