30 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიციის უფროსი მივიდა

ქვეყანაში კომენდანტის საათის მოქმედების პირობებში ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი სამების საკათედრო ტაძარია, სადაც რამდენიმე საათში სააღდგომო ღვთისმსახურება უნდა დაიწყოს. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის უფროსი. ვაჟა სირაძემ საზოგადოებას დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდა.

"პირველ რიგში, მთელ საქართველოს, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ. რაც შეეხება  შსს-ს წარმომადგენლების მობილიზებას ტაძრებში, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ეკლესიაში მობილიზებულია შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოციალური დისტანციის დაცვას. ყველა პოლიციელს აქვს დავალება, რომ საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვა უზრუნველყოს. დღეს უკვე 21:00 საათიდან დაიწყო კომენდანტის საათი. ამ ეტაპზე დარღვევები არ გამოვლენილა. სიტუაცია მშვიდია, არ შეინიშნება მრევლის დიდი რაოდენობა," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები