30 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში - ადგილობრივმა სასულიერო პირებმა მოქალაქეებს სახლში დარჩენის რეკომენდაცია მისცეს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის კარი მრევლისთვის ღიაა, ადგილობრივმა სასულიერო პირებმა მოქალაქეებს სახლში დარჩენის რეკომენდაცია მისცეს. ამიტომ ტაძარში, რომელიც ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩეოდა,  მრევლის მცირე ნაწილია.

სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვრის, მამა ტიხონის თქმით, ღამისთევის  მსახურებას მონასტრის წევრები აღასრულებენ, ხოლო მრევლისთვის საზეიმო წირვა დილით იქნება.

მრევლის ნაწილი დღეს ეკლესიაში იმყოფებოდა, თუმცა მათ ტაძარი კომენდანტის საათის დაწყებამდე დატოვეს. მათი თქმით, ემორჩილებიან სახელმწიფოს და ეკლესიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და სააღდგომო წირვას დილით დაესწრებიან.

დღის ამბები